ბათუმში კაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცმა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. დაჭრილი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შსს–ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.