ბათუმში კლინიკის მე-3 სართულიდან კოვიდპაციენტი გადახტა

ბათუმში კლინიკის მესამე სართულიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადახტა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ 47 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის რეანიმაციაშია მოთავსებული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.