ბათუმში კოვიდსასრუმროს ეზოში 49 წლის კაცი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ბათუმში, სასტუმრო “სანაპიროს” ეზოში გარდაცვლილ კოვიდინფიცირებულ პაციენტზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მას სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა განუვითარდა.
”ბათუმის ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტს კოვიდ სასტუმტოში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით.
ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება”, – წერია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევა