ბათუმში კოვიდსასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც მანამდე უსიმპტომო იყო

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა.  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით პაციენტს კორონავირუსი 23 აპრილს დაუდასტურდა, მანამდე ქონდა რამდენიმედღიანი ცხელება.  24 აპრილს  ერთ–ერთ კოვიდ სასტუმროში მოათავსეს. 26 აპრილს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტი ბოლო 3 დღე იყო უსიმპტომო. შესაბამისად, გუშინ, 21.30 საათზე სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად, სიმპტომების გარეშე. დღეს, 12:00 საათზე კი გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. სამინისტროს ინფორმაციით ფაქტს შესაბამისი უწყებები სწავლობენ.