ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 52–მდე გაიზარდა. კორონავირუსით გარდაცვალების ორივე შემთხვევა ბათუმს უკავშირდება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით გარდაცვლილთაგან ერთი 88 წლის იყო, მეორე კი 82–ის და ორივეს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მათი მდგომარეობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.