ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 20 წლის გოგო გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ის კლინიკა “მედცენტრში” 31 აგვისტოს გადაიყვანეს.

“დიაგნოზი: ახალი კორონავირუსით გამოწვეული ავადმყოფობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უტარდებოდა პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა. ანამნეზში აღენიშნებოდა: ჯანრთელობის სხვა პრობლემა. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, მდგომარეობა პროგრესიულად მძიმდებოდა, პაციენტი გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე”, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში “ფორმულას” ცნობით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა.