ბათუმში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა. ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 12 დეკემბრიდან მკურნალობდა.
კლინიკაში შეყვანის დროს მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია ჰქონდა.
„გოგონა 12 დეკემბერს შემოვიდა „ბაუში“. მას უკვე ჰქონდა ფილტვის დაზიანების მაღალი ინდექსი, ორმხირივი პნევმონია, სუნთქვის გართულებით შემოიყვანეს. რამდენიმე დღეში მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და 26 დეკემბერს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს. ექიმებს მუდმივად ჰქონდათ კონსულტაციები წამყვან მედიკოსებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ფარგლებს გარეთ. სამწუხაროდ, დღეს 12 საათზე პაციენტი გარდაიცვალა”, – აცხადებენ „ბაუში“.