ბათუმში კორონავირუსით 54 წლის ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 54 წლის ექიმი, ირმა სირაძე გარდაიცვალა. ის ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მკურნალობდა

კლინიკაში ამბობენ, რომ ექიმი 3 კვირის წინ ორმხრივი პნევმონიით შეიყვანეს, მალევე კი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მისივე ცნობით, ქალს რაიმე თანხმლები დაავადება არ ჰქონია.