ბათუმში კოვიდინფიცირებული 57 წლის ექთანი გარდაიცვალა. ის შუახევის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა და ბათუმში, კლინიკა მედ ცენტრში მკურნალობდა.
ეს აჭარაში სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 89 395
- გამოჯანმრთელებულია – 71 468
- გარდაცვლილია – 815
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 2370
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3435
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5763
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი