ბათუმში კორონავირუსით 57 წლის ექთანი გარდაიცვალა

ბათუმში კოვიდინფიცირებული 57 წლის ექთანი გარდაიცვალა. ის შუახევის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა და ბათუმში, კლინიკა მედ ცენტრში მკურნალობდა.

ეს აჭარაში სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 89 395
  • გამოჯანმრთელებულია – 71 468
  • გარდაცვლილია – 815
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2370
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3435
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5763
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი