ბათუმში, კლინიკა “მედცენტრის” 73 წლის ექიმი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა. ის კლინიკაში 14 ნოემბერს შეიყვანეს და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმედ შეფასდა. კლინიკის ექიმის, ზვიად ბახტაძის ინფორმაციით, პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.
“პაციენტი ჩვენი კლინიკის ექიმი იყო. მას გულის იშემიური დაავადება აღენიშნებოდა, ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, შუნტირება ჰქონდა გადატანილი. 73 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა და სამწუხაროდ, დღეს გარდაიცვალა”,– განაცხადა ბახტაძემ.