ბათუმში კორონავირუსი კიდევ 4 ფეხმძიმეს დაუდასტურდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე ქალების რაოდენობა 4–ით გაიზარდა.

ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში 20 ფეხმძიმე ქალია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ჩვენს კლინიკაში ფეხმძიმე ქალბატონების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობს”,- აცხადებს ნუგზარ პაპავა

დღეს, 20 სექტემბერს, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 128 აჭარაში გამოვლინდა.