ბათუმში, იმედაიშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოიპარეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსის კარი ღია იყო და ის ტერიტორიიდან გაიყვანეს. საქმეში სავარაუდოდ, არასრულწლოვნები ფიგურირებენ.
სამართალდამცველებმა მიკროავტობუსი იპოვეს. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.