ბათუმში, სასტუმრო “ჰილტონთან” გამართულ აქციაზე პოლიციელებმა ექვსი ადამიანი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს ექვსივე მათგანი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს და ისინი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.
“ ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებს, რომ, მათი თანაგუნდელები გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის საქმესთან დაკავშირებით მმართველი გუნდის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან შეკითხვებით მივიდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.