ბათუმში მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშე აცრა შეეძლებათ

ბათუმში მოქალაქეებს რეგისტრაციის გარეშე აცრა შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ავრცელებს. მისი თქმით ბათუმში მოეწყობა სპეციალური სივრცე სადაც მოქალაქეები რეგისტრაციის გარეშე ადგილზე მისვლას და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას შეძლებენ.

“მადლობას გადავუხდიდი მოქალაქეებს იმ გამოჩენილი და გაზრდილი ინტენსივობისათვის, რასაც ჩვენ ამცრელ კაბინეტებში ვხედავთ. ყოველდღიურად პრაქტიუკლად 3 ათასამდე დოზა ადმინისტრირდება რეგიონში, რაც არის ძალიან კარგი. ჩვენ კვირის ბოლოს ერთ დიდ სივრცეს ვამატებთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი, როგორც Pfizer-ის, ასევე, სხვა ვაქცინებით ადმინისტრირება”, – განაცხადა მან.