ბათუმში ნანგრევებში გადარჩენილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა 15:48, 14-10-2021 ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ერთადერთი გადარჩენილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი რეანიმაციული განყოფილებიდან ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და აგრძელებს მკურნალობას.