ბათუმში, მოძრაობა ”სირცხვილიას ”ოფისთან აქტივისტების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, 2021 წლის 4 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ქ. ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, — აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, 3 აპრილს,სამოქალაქო მოძრაობა ”სირცხვილიას” ბათუმის ოფისში სამართალდამცველები შეიჭრნენ და რამდენიმე ადამიანი დააკავეს, აქტივისტების თქმით, პოლიციელებმა ისინი სცემეს და ძალის გამოყენებით დააკავეს