ბათუმის სამშობიარო სახლში, სამმა კოვიდინფიცირებულმა ქალმა იმშობიარა – ჩვილებს COVID-19 არ დაუდასტურდათ
კლინიკის ექიმის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 15 ინფიცირებული ორსული ქალი ჰყავთ, მათგან ერთი მდგომარეობა საყურადღებოა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4960 -ს შეადგენს.