ბათუმში, სანაპიროზე 50 წლამდე მამაკაცი მოკლული იპოვეს. ინციდენტის დეტალები უცნობია. სავარაუდოდ, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მას თავის არეში ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. მამაკაცი ხულოში ცხოვრობდა და ბათუმში მუშაობდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.