ბათუმში შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულ კაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

40 წლამდე მამაკაცი 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” და მეოთხე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.