ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ წუთებში შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. თვითმხილველების თქმით, არ იციან რა მოხდა, თუმცა აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს. ნიჟარაძის თქმით, იგი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.