ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფიცირებული კლინიკაში პირველ აპრილს მძიმე პნევმონიით შეიყვანეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პაციენტს მძიმე მდგომარეობა დაგვიანებული მიმართიანობის გამო განუვითარდა.
“სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. კოვიდ-19-ის ფონზე, პაციენტს განუვითარდა მძიმე პნევმონია, რასაც დაერთო სუნთქვის ფუნქციის დარღვევა”, – აცხადებენ უწყებაში.