გელა სამხარაული, სანდრო რაქვიაშვილი, ბაია კვიციანი – პარლამენტს 3 ახალი დეპუტატი ჰყავს

პარლამენტმა დღეს პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლე დეპუტატების უფლებამოსილება ცნო.

ადგილმონაცვლების პრინციპით, ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი სესიაშვილს გელა სამხარაული შეცვლის, მარიამ ქვრივიშვილს– ხათუნა კვიციანი, ხოლო პარტია გირჩის დეპუტატს, სალომე მუჯირს ალექსანდრე რაქვიაშვილი ჩაანაცვლებს.

ირაკლი სესიაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლად დაინიშნა, ხოლო მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ.

გელა სამხარაული მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების მაჟორიტარი იყო. ბაია კვიციანი “დალოოდის” ბრენდ-მენეჯერი და ამავე ბრენდის კრეატიული დირექტორის მაკა კვიციანის დაა.  რაც შეეხება რაქვიაშვილს, ის ეკონომისტი და პროფესორია.