რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პუტინის შესახებ ბაიდენის სიტყვებმა რუსეთ–ამერიკის ურთიერთობები გაწყვეტის პირას დააყენა.
ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პუტინი “ომის დამნაშავეა”. რუსული მედიის ცნობით, დღეს, ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მას საპროტესტო ნოტა გადასცეს.
„ამერიკის პრეზიდენტის, ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის უღირსი განცხადებები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს გაწყვეტის პირას აყენებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
წინა კვირას ბაიდენის სიტყვებს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა “მიუღებელი და მიუტევებელი” უწოდა.