ბაიდენის განცხადებები ურთიერთობების გაწყვეტის პირას გვაყენებს – რუსეთის საგარეო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პუტინის შესახებ ბაიდენის სიტყვებმა რუსეთ–ამერიკის ურთიერთობები გაწყვეტის პირას დააყენა.

ბაიდენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პუტინი “ომის დამნაშავეა”. რუსული მედიის ცნობით, დღეს, ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მას საპროტესტო ნოტა გადასცეს.

„ამერიკის პრეზიდენტის, ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწის უღირსი განცხადებები რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს გაწყვეტის პირას აყენებს“, – აცხადებენ სამინისტროში.

წინა კვირას ბაიდენის სიტყვებს კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა “მიუღებელი და მიუტევებელი” უწოდა.