ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს.
“მიზეზი, რის გამოც არ ვადასტურებ, ვაპირებ თუ არა კენჭისყრას მომავალ არჩევნებზე, შემდგომი რეგულაციების მთელი სერიაა – გამოცხადების მომენტიდან, ჩემ თავს მოვეპყრობი ისე, როგორც კანდიდატს. ჯერჯერობით, ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა, ხელახლა კენჭისყრა ჩემი რეალური განზრახვაა. არჩევნებამდე, გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერ კიდევ გვაქვს”. – თქვა ბაიდენმა.