ბაიდენის თქმით, ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭის ყრას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს.

“მიზეზი, რის გამოც არ ვადასტურებ, ვაპირებ თუ არა კენჭისყრას მომავალ არჩევნებზე, შემდგომი რეგულაციების მთელი სერიაა – გამოცხადების მომენტიდან, ჩემ თავს მოვეპყრობი ისე, როგორც კანდიდატს. ჯერჯერობით, ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა, ხელახლა კენჭისყრა ჩემი რეალური განზრახვაა. არჩევნებამდე, გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერ კიდევ გვაქვს”. – თქვა ბაიდენმა.