ბაიდენი ადასტურებს, რომ უკრაინა მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას მიიღებს

უკრაინა შეერთებული შტატებისგან, თავდაცვისთვის მაღალი მობილურობის საარტილერიო-სარაკეტო სისტემას HIMARS-ს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკვე ადასტურებს თეთრი სახლი და განცხადებას ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

HIMARS- ი აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია. HIMARS-ი აღჭურვილი იქნება საბრძოლო მასალებით, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს რაკეტები, დაახლოებით, 80 კილომეტრზე გაუშვას.

აღნიშნული ბევრად აღემატება ყველა იმ იარაღის მოქმედების მანძილს, რაც უკრაინას დღემდე აქვს მიღებული.

  • “ეს ახალი პაკეტი გააძლიერებს მათს შეიარაღებას ახალი შესაძლებლობებითა და მოწინავე შეიარაღებით, მათ შორის HIMARS-ით საბრძოლო ველზე საბრძოლო მასალებით, რათა დაიცვან თავიანთი ტერიტორია რუსეთის წინსვლისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მსოფლიოს ლიდერობას ისტორიული დახმარების გაწევაში უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად”,- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.