აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრება.
მისი თქმით, რუსეთი შეჭრის საბაბს ეძებს და “ცრუ დროშის” ოპერაციაშია ჩართული.
“[შეჭრის საფრთხე] ძალიან მაღალია, რადგან მათ არ გამოუყვანიათ ჯარი. მათ შეიყვანეს მეტი ჯარისკაცი, ეს ერთი. მეორე, ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი ჩართული არიან ცრუ დროშის ოპერაციაში, რათა ჰქონდეთ შეჭრის საბაბი. ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ ისინი ემზადებიან უკრაინაში შესასვლელად”,– თქვა ბაიდენმა CNN-ის ცნობით.
ცნობისთვის, NATO-სა და აშშ-ს ინფორმაციით, რუსეთს არ გაუყვანია თავისი ჯარები უკრაინის საზღვრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამას ამტკიცებს.