თეთრი სახლი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არანაირი გარანტია ან ვალდებულება არ მიუცია.
“აშშ-ის ხედვაში ნატოს წევრობის შესახებ პოზიცია არ შეცვლილა და ალიანსი ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ უკრაინას “ხვალ” ნატოში არ მიიღებს.