აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას დაჰპირდა.
10 ოქტომბრის მასშტაბური იერიშების შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები მხოლოდ გაზრდის უკრაინის მიმართ ამერიკის თანადგომას.თეთრი სახლი აცხადებს, რომ “ბაიდენმა ხაზი გაუსვა მის ჩართულობას პარტნიორებსა და მოკავშირეებთან, რათა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივონ, პასუხისგებაში მისცენ იმ სამხედრო დანაშაულების გამო და დაეხმარონ უკრაინას, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული კუთხით”.
ასევე შეგახსენებთ, რომ უკრაინას უახლოეს დღეებში IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი 4 სისტემის მიწოდებას გერმანიაც ჰპირდება.