აშშ მნიშვნელოვნად ცვლის საკუთარ სამხედრო პოზიციებს ევროპაში იმ საფრთხეების გამო, რომლებიც რუსეთიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ მომდინარეობს – განაცხადა აშშ–ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, აშშ ზრდის სამხედრო ავიამზიდების რაოდენობას ესპანეთში 4–დან 6–მდე, გერმანიასა და იტალიაში კი გაძლიერდება ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები.
ვაშინგტონი ასევე გაგზავნის დიდ ბრიტანეთში ორ დამატებით F-35–ის ესკადრილიას და პოლონეთში მუდმივმოქმედ სამხედრო შტაბს განათავსებს.