ბაიდენი უკრაინის საზღვარზე NATO-ს სამხედროებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლონეთში, ქალაქ ჟეშოვში ჩავიდა. ბაიდენი უკრაინის საზღვარზე იმყოფება და NATO-ს სამხედროებს ხვდება, რომლებიც პოლონელ პარტნიორებთან ერთად აღმოსავლეთ საზღვრებს ამაგრებენ.