- “ჩვენ გვყავს ეს შეშლილი ნაბიჭვარი, ეს ტიპი – პუტინი და სხვები, მუდმივად უნდა ვიფიქროთ ბირთვულ კონფლიქტზე, მაგრამ ექზისტენციალური საფრთხე კაცობრიობისთვის კლიმატია”, – თქვა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა ასევე გააკრიტიკა დონალდ ტრამპი, რომელმაც საკუთარი თავი პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის შეადარა.
- “რაღაცები, რასაც ის ბოლო პერიოდში ამბობს – საკუთარ თავს ადარებს ნავალნის და ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა კომუნისტური გახდა და მას ასამართლებენ ზუსტად ისე, როგორც ნავალნის. არ ვიცი, საიდან მოაქვს ეს.” – თქვა ბაიდენმა.