ბაიდენმა პუტინს “შეშლილი ნაბიჭვარი” უწოდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სან ფრანცისკოში საპრეზიდენტო კამპანიისთვის თანხის შესაგროვებელ ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს “შეშლილი ნაბიჭვარი” უწოდა. შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა კლიმატის ცვლილებები განიხილა და თქვა, რომ ბირთვული კონფლიქტი ყოველთვის საფრთხეა, თუმცა საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია.

  • “ჩვენ გვყავს ეს შეშლილი ნაბიჭვარი, ეს ტიპი – პუტინი და სხვები, მუდმივად უნდა ვიფიქროთ ბირთვულ კონფლიქტზე, მაგრამ ექზისტენციალური საფრთხე კაცობრიობისთვის კლიმატია”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე გააკრიტიკა დონალდ ტრამპი, რომელმაც საკუთარი თავი პატიმრობაში გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ, ალექსეი ნავალნის შეადარა.

  • “რაღაცები, რასაც ის ბოლო პერიოდში ამბობს – საკუთარ თავს ადარებს ნავალნის და ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა კომუნისტური გახდა და მას ასამართლებენ ზუსტად ისე, როგორც ნავალნის. არ ვიცი, საიდან მოაქვს ეს.” – თქვა ბაიდენმა.