ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სიტყვამ თავისი პარტიის პროგრამა გაახსენა.
“ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევა ქვეყნის გაერთიანება, ეკონომიკური სიძლიერე. ბაიდენს დღეს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა, ასე ვთქვათ… ესაა ჩვენი პროგრამა, რომელიც მარშალის გეგმაშიც ასახული იყო. ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გარანტია უნდა იყოს,” – თქვა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში.
ამერიკის 46–ე პრეზიდენტმა საკუთარ სიტყვაში გაერთიანებასა და დემოკრატიის განმტკიცებაზე ისაუბრა.