აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გასულ თვეს ჯანმრთელობის რუტინული სკრინინგის დროს კანის სიმსივნური დაზიანების მოსაცილებლად ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს. აშშ-ს პრეზიდენტს ბაზალუჯრედოვანი კარცინომა დაუდგინდა, რომელიც, მეტასტაზებს არ წარმოქმნის.
პრეზიდენტის ექიმმა, კევინ ოკონორმა განაცხადა რომ ბაიდენს ოპერაცია 16 თებერვალს ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, ვაშინგტონის მახლობლად ჩაუტარდა.
- “შემდგომი მკურნალობა არ არის საჭირო”. – თქვა მან.