ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე სრიალისას, კაცი დაიღუპა

ბაკურიანში ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე კაცი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

ინფორმაციას  ბორჯომი ტვ ავრცელებს.

35 წლამდე მამაკაცი, ბაკურიანის ერთ-ერთ სათხილამურო ტრასაზე, მაღალი სიჩქარით სრიალებდა რა დროსაც სხვა მოთხილამურეს დაეჯახა.

ბორჯომი ტვ თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დაშავებულს, სავარაუდოდ, ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.