ბაკურიანში საოჯახო სასტუმროებს სტუმრის მიღებას უკრძალავენ და დაჯარიმებით ემუქრებიან

ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს სტუმრების მიღება აუკრძალეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გუშინ მიიღეს შეტყობინება იმის შესახებ, რომ თუ სასტუმროებს არ დაცლიან, 2000 ლარით დააჯარიმებენ.

ფინანსური სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცავები სასტუმროების მფლობელებს დროს დღის ბოლომდე აძლევენ.

ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ვატო ასიტაშვილი ამბობს, რომ დაჯარიმების საფუძველი არსებობს.

“აქ არის მერის წარმომადგენელი ვინმე გობრონიძე, რომელმაც დაიწყო ადგილობრივი დეველოპერების გაფრთხილება, რომ თუ არ მოხდებოდა ბინების დაცლა, დააჯარიმებდნენ. უნდა ითქვას, რომ ეს არალეგალურია და დაჯარიმების საფუძველი არ არსებობს. რადგანაც კოვიდშეზღუდვები მხოლოდ სასტუმროებზე ვრცელდება, აპარტამენტებს მუშაობა შეუძლიათ”, – ამბობს ასიტაშვილი და უწყებების ქმედებას “შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით შანტაჟს” უწოდებს.

ბაკურიანში ასევე დაიხურა 2 დასასვენებელი პარკი, დახურულია სასტუმროები და სათხილამური ტრასები.