„ბალტიისპირეთის ქვეყნები კვლავ რჩებიან რუსეთის სავაჭრო პარტნიორად და მათთვის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში პირველი პარტნიორი რუსეთი რჩება. მსოფლიოში პოლიტიკა იცვლება, მაგრამ არ იცვლება მათი ამოცანა, რომ როგორმე სამხრეთ კავკასიის, საქართველოს მომართულებით იყოს აგრესიის მთავარი მიმართულება, რაც, შესაძლოა, ადრე თუ გვიან, რუსეთიდან განხორციელდეს არა ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართულებით, არამედ საქართველოს მიმართულებით. სავალალო მდგომარეობაშია ეს სცენარი. პრაქტიკულად, ამ სცენარის ფურცლები დაფლეთილია, მაგრამ ისინი კვლავ თავისი გეგმით მოქმედებენ“,
ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.