”დღეს მოვითხოვთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას. ვხედავთ, რომ რუსული აგრესია გრძელდება. გვჯერა, რომ გარკვეული ნაბიჯები შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. ბალტიის ქვეყნები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გერმანიას, გადასცეს Leopard-ები უკრაინას. მნიშვნელოვანია, გავაკეთოთ ყველაფერი უკრაინის მომარაკებისთვის. ასევე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ რუსული სახელმწიფოს აქტივების კონფისკაციის აუცილებლობის შესახებ.”

განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა ბრიუსელში.