ბანაკის ტიპის შეკრებების აკრძალვის შემდეგ, გირჩი – მეტი თავისულების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მხარდამჭერებისთვის საზაფხულო ბანაკის ტიპის ყრილობის ჩატარებას აპირებს.
“ბანაკები აიკრძალაო. ჩვენ გვექნება ბანაკის ფორმის ყრილობა აქ. გავერთობით, ვილაპარაკებთ, ვიკამათებთ, ვიდებატებთ. დებატებში მე დავიცავ სხვადასხვა იდეოლოგიურ პოზიციებს, ნებისმიერს გარდა კლასიკური ლიბერალიზმისა. ქვემოთ ივენთის ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ დეტალები. მოკლედ, თუ ბანაკი გინდოდათ და გითხრეს არაო – აი ბანაკი”,- წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.
ცნობისთვის, 19 ივლისიდან მთავრობა ახალ შეზღუდვებს აწესებს.