შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბანკებზე თავდასხმა „ყოველთვის ხდება“ და გახშირებული არ არის.
მისი მტკიცებით, შემთხვევების გახშირება მაშინაა, როდესაც 10 ან 20 შემთხვევა ხდება.
„შემთხვევების გახშირება არის 10 ან 20 შემთხვევა რომ მოხდება, ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველ წელს, ყოველთვის ხდება. ხელყუმბარით შევარდნა, რაც მოხდა, დავაკავეთ“,- განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ბანკსა და სხვა კომერციულ ობიექტის დაყაჩაღების მრავალი შემთხვევევა მოხდა. მათ შორის, ზუგდიდში, როდესაც ბადრი ესებუამ 500 ათასი ლარი მოითხოვა, მიიღო და გაიტაცა. ის შსს–მ ამ დრომდე ვერ დააკავა.