ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საკითხებს “პოლიტიკურად უნდა მიუდგეს”, რადგან არა ბანკში, არამედ პოლიტიკაშია.
ნათელაშვილი ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ რიგგარეშე, სრულად პროპორციული არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს.
“ნუ გაგიკვირდებათ, რომ სხვადასხვა მოსაზრება გამოთქვან, თუმცა არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ, რადგან ქვეყანას არ ჰყავს ორგანო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ექნება ქვორუმი უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. არჩევნები უნდა ჩატარდეს ივნისამდე. ხაზარაძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მან უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ბანკში არ არის, ის უკვე პოლიტიკაშია და პოლიტიკურად უნდა მიუდგეს საკითხებს. 2022-ში არჩევნების გადატანა და მით უფრო, ამის მოთხოვნა, ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ვაცხადებთ უგვირგვინო იმპერატორად”, — განაცხადა ნათელაშვილმა.