Krab Coffee-ს დამფუძნებლებს, რომლებიც საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებს უფასო ყავითა და ჩაით უმასპინძლდებიან, თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“მეგობრებო, დღეს კრაბ კოფი არ იქნება, სამწუხაროდ. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა – ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ”. – წერს ქრისტი პირველი, Krab Coffee-ს მფლობელი სოციალურ ქსელში.