ბარიერი სააკაშვილის და ადვოკატების მიერ რეგულაციების დარღვევის გამო განახლდა – პენიტენციური

”ბარიერი სააკაშვილის და ადვოკატების მიერ რეგულაციების დარღვევის გამო განახლდა”- პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილი და მისი ადვოკატები პერმანენტულად არღვევდნენ დადგენილ რეგულაციებს, რის გამოც შესახვედრ ოთახში განახლდა მინის ბარიერი.

“აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო. კერძოდ, მიხეილ  სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის თქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას.  ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა. აქვე განვმარტავთ, რომ დოკუმენტაციის გაცვლის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ  სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით.”. – წერია განცხადებაში

დღეს, 28 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც ამბობს, რომ მას შუშის კედლის ამოშენებით ადვოკატებთან ურთიერთობა სრულად შეეზღუდა და ვეღარ ახერხებს დოკუმენტების გაცვლას.