ბარი “სახელოსნო” რეგულაციების დარღვევის გამო დავხურეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარს “სახელოსნოს” ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერეს.

უწყების ცნობით, ბარი რეგულაციების დარღვევისთვის 2020 წლის 23 მაისს 10 000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა კვლავ განაგრძობდნენ მუშაობას და მოქალაქეები ბარში კომენდანტის საათის შემდეგაც იმყოფებოდნენ.

7 იანვარს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბარში ჩხრეკა ჩაატარეს და ობიექტი დალუქეს.