ბარსელონაში ხანძარს ქართველი ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა

ფოტო: რუსთავი 2

ბარსელონაში ხანძარს საქართველოს ორი მოქალაქის, სამტრედიელი ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათი დედა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საცხოვრებელ კორპუსში, რომელშიც ძმები ქირით ცხოვრობდნენ, უცნობმა პირმა ხანძარი გააჩინა, ძმები კი დაკვამლიანების გამო გარდაიცვალნენ.

“4 სართულიან შენობაში მე-3 სართულზე ჰქონდათ ბინა ნაქირავები, ქირით იყვნენ. პირველ სართულზე ვიღაცა თავხედმა გააჩინა ხანძარი. არ ვიცი გული მოუვიდა თუ რა, რაღაც მიზეზის გამო ხანძარი გააჩინა და დაკვამლიანებამ ჩემი შვილები შეიწირა, დაძინებული შვილები დამეღუპა”,– აცხადებს გარდაცვლილების დედა.

მისივე ცნობით, ესპანეთში საქართველოს საელჩო ჩართულია გადმოსვენების საკითხში და 5-6 დღეში საბუთები მოწესრიგდება.