“ბარხატნი სეზონია”, ასე ეძახიან. ეტყობა, ეს დრო დაუდგა თუ რაღაც და მოგზაურობს. სხვანაირად როგორ – სიჯიუტესაც ვერ დავარქმევთ იმას, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს […] მოგზაურობაა ეს, მეტი არაფერი. უბრალოდ, ითავსებს და ამით აფორმებს, რომ თითქოს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღწვის. მას შეეძლო, ეს პირველ შემთხვევაში გაეკეთებინა, როცა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე პოლიტიკურად უარი მივიღეთ […] მაშინ ჩაფრენილიყო საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, ჩუმად რატომ იყო?”.
ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს გამოეხმაურა.