ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ სააკაშვილი მზადაა, ტელეკამერების თანდასწრებით ნარკოტესტი ჩააბაროს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდებს.
“არ აყვეთ ღარიბაშვილის ამ ენაჭარტალა მონაჭორებს. ჩვენ გვაქვს ასეთი შეთავაზება. წლების განმავლობაში დაკავებამდე ჩვენ გვინახავს მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედზე, გვინახავს ცურვისას, გვინახავს თხილამურებზე, ის უაღრესად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა, დარბოდა ვარჯიშობდა და ა.შ. აი, ჩვენ მზად ვართ ტელეკამერების თანდასწრებით, არა ვენაში, არა სამხარაულის კლინიკაში, ამ დაწესებულებაში ჩავაბაროთ ნებისმიერი ნარკოტესტი, დაწყებული მსუბუქი ნარკოტიკიდან, დამთავრებული ქიმიური ნარკოტიკებით. ამავდროულად, ღარიბაშვილთან გვექნება “ჩელენჯი” მან კანცელარიაში, მისთვის მისაღები მედიების თანდასწრებით თუნდაც ჩააბაროს ტესტი”, – თქვა ბასილაიამ რუსთავი პენიტენციურ დაწესებულებასთან.